
თამარ ჭანჭალეიშვილი

თამარ ჭანჭალეიშვილი დაიბადა ხელოვანთა ოჯახში და ბავშვობიდან ჩართული იყო შემოქმედებით საქმიანობაში. 1998 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, ხოლო 2003 წელს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის თეატრის სპეციალობა. მუშაობს ზეთის, აკვარელის, გუაშისა და აკრილის ტექნიკით. ასევე იყენებს პოპ-არტის სტილს და ქმნის მხატვრულ ინტერიერსა და ექსტერიერს.
2003 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა კულტურის ინსტიტუტში მთავარ ინსტრუქტორ-ლექტორად დიზაინისა და კომპოზიციის დარგში. თამარმა დააპროექტა და მხატვრულად გააფორმა არაერთი შიდა და გარე სივრცე, მათ შორის ბავშვთა ცენტრები, ჯაზკლუბი „ელიტა“ და საქორწილო სააგენტო „Marriage“-ის ინტერიერი და ლოგოტიპი. ასევე გაფორმებული აქვს სპექტაკლების დეკორაციები და კოსტიუმები, მათ შორის: „თოვლი“, „მგზავრის წერები“ და „ალუბლის ბაღი“.
თამარი აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში და თანამშრომლობს გალერეებთან, მისი ნამუშევრები კი ინახება კერძო კოლექციებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ევროპაში, იაპონიასა და თურქეთში.
ნამუშევრები
