ნატო სირბილაძე

ნატო სირბილაძე თვითნასწავლი მხატვარია, რომელმაც თავისი სამხატვრო კარიერა 31 წლის ასაკში დაიწყო. პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მან მუშაობა საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით განაგრძო, თუმცა ხელოვნებისადმი სიყვარულმა საბოლოოდ განსაზღვრა მისი ცხოვრებისეული გზა.

ნატო არცერთი მხატვრული სკოლისა თუ ჯგუფის წევრი არ ყოფილა, რის გამოც მისი შემოქმედებითი პროცესი სრულიად დამოუკიდებლად, შინაგანი სამყაროსა და ვიზუალური ენის ძიებაში მიმდინარეობს. შესაბამისად, მხატვრის ნამუშევრების საჯარო რეპრეზენტაცია რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფური გამოფენით შემოიფარგლება.

ნატო სირბილაძის შემოქმედება მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს, მათ შორის, რელიგიურ მოტივებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებსა და კოლაჟებს. ის ნამუშევრებს, ძირითადად, ქაღალდზე, გუაშისა და აკვარელის ტექნიკით ქმნის.

ნატო სირბილაძის შემოქმედება ხშირად დისონანსში მოდის დამკვიდრებულ სახელოვნებო ნორმებთან. მისთვის ფერწერა შემეცნებითი აქტია — დაკვირვება, ძიება და დიალოგი „ძველ მეხსიერებასთან“, სადაც სირთულე სიმარტივეშია. სწორედ ეს ნაივური თხრობა, ფერთა სისუფთავე და უშუალო გამომსახველობა სძენს მის ნამუშევრებს გამორჩეულ სილაღეს და გულწრფელობას. ამიტომ ნატოს ხშირად ადარებენ ნიკო ფიროსმანს, ვინაიდან ისიც სიმარტივეში პოულობს სამყაროს სიღრმეს.

ამასთანავე, არტისტის მრავალშრიანი შემოქმედება, რომელიც მრავალფეროვანი ფორმებით, პასტელური ტონებითა და შუქ-ჩრდილთა კონტრასტულობით, დამთვალიერებელში სხვადასხვა პირად ინტერპრეტაციებსა და ღრმა ემოციურ რეზონანსს იწვევს.

ნამუშევრები