არტკოდის შესახებ

ონლაინ გალერეა არტკოდი, რომელიც 2024 წელს შეიქმნა, არის სივრცე, სადაც ხელოვნება ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. ჩვენი მისიაა ქართული საზოგადოება დავაკავშიროთ ცნობილი და განვითარებადი არტისტების ნამუშევრებს, ქვეყანაში ხელოვნების მიმართ ინტერესის ზრდის მიზნით.

არტკოდის სივრცე აერთიანებს ხელოვანთა ფართო სპექტრს, რათა მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, ხელოვნების მრავალფეროვნებასთან უშუალო კავშირი დაამყაროს. შედეგად, გალერეის მიზანია, გავლენა მოახდინოს, როგორც ხელოვანების შემოქმედებით ცხოვრებაზე, ასევე ქართულ საზოგადოებაზე.

ქველმოქმედება

არტკოდი, თავის საქმიანობასთან ერთად, საზოგადოებაში საქველმოქმედო და სოციალური პასუხისმგებლობის ზრდას ემსახურება, რაც გულისხმობს კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების ჩამოყალიბებას და მათ განხორციელებას.

ჩვენი შემოსავლის 10% მოხმარდება ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფების განათლებას ხელოვნების სფეროში, სადაც სწავლების პროცესს არტკოდის გამოცდილი ხელოვანები უხელმძღვანელებენ. გვჯერა, რომ ამ ინიციატივით ჩვენი გალერეა ხელს შეუწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას და შთააგონებს ახალ თაობას ხელოვნების სამყაროში.

არტკოდის გუნდი

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რომელთაც ერთი საერთო მიზანი ამოძრავებთ

მაია ონიაშვილი

ხელმძღვანელი

ირაკლი ჩიქოვანი

კურატორი

ადრიან იაჟიან

დამფუძნებელი

გვანცა გოგუა

მარკეტერი

უსაფრთხო
გადახდა

ნებისმიერი მოქმედი
Visa, MasterCard ან AMEX ბარათით

უფასო
მიწოდება

მთელი საქართველოს
მასშტაბით

მომენტალური
დაბრუნება

ნივთის დაზიანების ან/და
შეუსაბამობის შემთხვევაში

გაქვს კითხვები?

ჩვენი ოპერატორი მზადაა, ამომწურავად გასცეს პასუხი თქვენს ნებისმიერ შეკითხვას. დასარეკად დააჭირეთ ქვემოთ არსებულ ღილაკს