
ეკატერინე თოთლაძე

ეკატერინე თოთლაძის ინტერესი ხელოვნების მიმართ ადრეული ასაკიდან გამოიკვეთა. მისი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში გადაიდგა, სადაც საფუძვლიანი ცოდნა შეიძინა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში. ამ გამოცდილებამ მას მისცა ინსპირაცია და მოტივაცია, კიდევ უფრო გაეღრმავებინა ცოდნა და დაეწყო პროფესიული განვითარება. 2019 წელს ეკატერინე გახდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ხოლო 2023 წელს გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლის პერიოდში მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება მიიღო, რაც მის შემოქმედებით პროცესსა და ხედვაში აისახა.
ეკატერინე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებსა და პროექტებში, როგორც საქართველოს ფარგლებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით:
2024 – ბრიტანეთი – ბრიტანული კონკურსი “Golden Time Talent” (პირველი ადგილი, ფერწერა)
2024 – თბილისი – პერსონალური გამოფენა „ცალკე სივრცე“
2023 – გდანსკი, პოლონეთი – Spinaker Course „Artist on the Move“
2023 – თბილისი – პერსონალური გამოფენა „თეთრი ხმაური“ („ათინათი“ საგამოფენო სივრცე)
2022 – რუსთავი – პროექტი „168“
2022 – თბილისი – ჯგუფური გამოფენა „რა ფერია წითელი“
2021 – თბილისი – ჯგუფური გამოფენა „ალუბალი მჭირდება ფიქრისთვის“
ნამუშევრები
