გიორგი მახარაშვილი

ჩემთვის ხელოვნება იმ უხილავი მომენტების ასახვაა, როდესაც ადამიანში ახალი “მე” იბადება, როდესაც სიჩუმე ხმაურობს, როდესაც მომავალი წარსულის ჩრდილიდან ისახება.

გიორგი მახარაშვილი

გიორგი მახარაშვილი გამორჩეული თანამედროვე მხატვარი და გამოცდილი პედაგოგია. მისი ნამუშევრები ადამიანის უხილავ, სულიერ სამყაროში უსასრულო მოგზაურობას ჰგავს. მან პროფესიული განათლება ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო. გიორგი ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს – მინის მხატვრულ დამუშავებაში, ხოლო მაგისტრის დიპლომს სახვით ხელოვნებაში ფლობს.

2011 წლიდან გიორგი მახარაშვილი თავისივე ალმა-მატერში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის მომავალ თაობას თავის ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს კომპოზიციის განაწილების, შუქ-ჩრდილებისა და სივრცის აღქმის მიმართულებით.

გიორგი  მხატვრული სტილი აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე მიდგომებს. გიორგი ძირითადად ტილოზე ან მუყაოზე მუშაობს და ზეთის საღებავს იყენებს. თუმცა, თითოეულ ნამუშევარში შესაბამისი ემოციური შტრიხების გამოკვეთის მიზნით, არტისტი ექსპერიმენტებს ატარებს ტექსტურისა და მასალის გამოყენებით.

მახარაშვილის ნამუშევრები გამოხატავს ღრმა მისტიკურ კავშირს ადამიანსა და მის შინაგან სამყაროს შორის. მისი სიმბოლური ფიგურები, სულიერი არქეტიპები და სიზმარისმაგვარი სცენები საკუთარი თავის ძიებისა და გარდასახვის უწვეტ პროცესებს ასახავს.

მისთვის ხელოვნება იმ უხილავი მომენტების ასახვაა, როდესაც ადამიანში ახალი “მე” იბადება, როდესაც სიჩუმე ხმაურობს, როდესაც მომავალი წარსულის ჩრდილიდან ისახება. გიორგის ნამუშევრები ერთდროულად ღრმად პირადული და ამავდროულად საყოველთაოდ უნივერსალურია.

გიორგი მახარაშვილის შემოქმედება საქართველოს ფარგლებს გასცდა. მისი ნამუშევრები გამოიფინა გერმანიაში, ნიდერლანდებში, უკრაინასა და ირანში, სადაც აღიარება ფილოსოფიური სიღრმის და ტექნიკური სიზუსტის შერწყმის უნარით მოიპოვა.

ნამუშევრები