
ქეთი აქუბარდია

ჩემთვის ხატვა არის საუკეთესო საშუალება გავიცნო საკუთარი თავი. ეს არის, გზა, რომელიც მეხმარება აღმოვაჩინო ის დაფარული (ქვეცნობიერი) მხარე, რომელსაც არ ვიცნობ.
ქეთი დიზაინერი და მხატვარია, რომელმაც განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მოდის დიზაინის ფაკულტეტზე მიიღო. უკვე ათი წელია, იგი წარმატებით აგრძელებს კარიერას როგორც დიზაინის, ასევე მხატვრობის სფეროში. მისი მთავარი გამომსახველობითი საშუალება აკვარელია, რომელიც მის ნამუშევრებს უნიკალურობას და სიმსუბუქეს ანიჭებს.
ქეთისთვის ხატვა თვითშემეცნების გზაა, რომელიც საშუალებას აძლევს, ქვეცნობიერის ფენები გამოიკვლიოს და აღმოაჩინოს. მისი თქმით, ის ბუნებით ესთეტია და მუდმივად ეძებს სილამაზეს სამყაროს თითოეულ დეტალში.
მისი შთაგონების წყარო ქალაქი და მისი უბანია, სადაც ძველი საბჭოთა არქიტექტურა, მოსაწყენი და მონუმენტური კორპუსები დომინირებს. ქეთი გულდასმით აკვირდება ამ გარემოს და ცდილობს, აღმოაჩინოს სიცოცხლის პატარა ნამწვრები, რომლებიც დროში გაყინულ ობიექტებშია ჩაფლული.
“ჩემს შემოქმედებაში მნახველმა მინდა იპოვოს წვრილმანებში აღბეჭდილი სიცოცხლის დინამიკა, რომ მოსაწყენ და თითქოს უსახურ სივრცეშიც შეიძლება სიცოცხლე იპოვო და სილამაზე მიანიჭო.”
“ყველაზე დიდი გამოწვევა ყოველი, ახალი ნამუშევრის შესრულების პროცესში არის ის, რომ ჩემი განცდები და ინფორმაცია, რაც მინდა რომ გადმოვცე დაემთხვეს გამოსახულებას.”
ნამუშევრები

შექმენი შენი არტკოდი
