
ლუკა კიკნაძე

ლუკასთვის ხატვა ბავშვობიდან ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბაღის ასაკში ზოოპარკში უცნობმა მხატვარმა მისი პორტრეტი დახატა, რაც დიდი შთაბეჭდილება იყო და მხატვრობისადმი სწრაფვა განაპირობა.
მისი მასწავლებლის, თამარ ბაკურაძის, მხარდაჭერით 2006 წელს ლუკას პირველი გამოფენა გაიმართა N195 საჯარო სკოლაში. მოგვიანებით ის ეკა აბულაძის სამხატვრო სკოლაში სწავლობდა და 2015 წელს თსსა-ს არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ილუსტრაციასა და დაზგურ გრაფიკაზე გადაინაცვლა. 2021 წელს ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა გოგი წერეთლის ხელმძღვანელობით.
2023 წელს ფერწერის მაგისტრატურა წარმატებით დაასრულა გია გუგუშვილის ჯგუფში და ახლა ხატვის მაგისტრატურის სტუდენტია გოგი ლაზარაშვილის ხელმძღვანელობით.
მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში თბილისში, ნიუ-იორკში, ვენაში, ოსაკაში და ოტავაში. „ნატურმორტი“ (აკრილი) ეროვნულ ბიბლიოთეკაშია (2014 წლიდან), ხოლო „ელენე ახვლედიანის კოსტიუმები“ (აკრილი) თუმანიშვილის თეატრში (2015 წლიდან).
ნამუშევრები
