
ნატალია ლაშხი

ნატალია ლაშხი თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მან განათლება მიიღო თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც 2018 წელს ფერწერის მიმართულების ბაკალავრიატი და 2021 წელს მაგისტრატურა წარმატებით დაასრულა. 2020 წელს, როგორც ერასმუსის პროგრამის მონაწილე, სწავლობდა სოფიის ნაციონალურ აკადემიაში, ბულგარეთში. 2024 წელს ნატალია მოწვეულ პედაგოგად დაუბრუნდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, სადაც დღემდე აქტიურად ავითარებს შემოქმედებით და საგანმანათლებლო საქმიანობას.
ნატალია მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში, მისი ნამუშევრები სერიებად იყოფა, სადაც მთავარი თემებია ეგზისტენციალური მარტოობა და შინაგანი მდგომარეობის რეფლექსია. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: გერმანიაში, ავსტრიაში, აშშ-ში, თურქეთში, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში, ლიეტუვასა და ლატვიაში. ნატალია არის ქართული და ასევე საერთაშორისო პროექტების და გამოფენების აქტიური მონაწილე, მათ შორის:
2024, ტროშკუნაი, ლიეტუვა – საერთაშორისო პლენერი და გამოფენა ATRADIMAI’24
2023, ტროშკუნაი, ლიეტუვა – საერთაშორისო პლენერი და გამოფენა ATRADIMAI’23
2022, ნიდა, ლიეტუვა – XXVIII საერთაშორისო პლენერი “Nidos Ekspresija”
2022, ვალეტა, მალტა – EuroArt2022-ის გამოფენა “Bright Bridge”
2022, თბილისი – პერსონალური გამოფენა გალერეა Arteria-ში
2021, თბილისი – გამოფენა “დროებითი კედლები”, გალერეა ORIANI
2019, დრეზდენი, გერმანია – Palais Sommer ფესტივალის პლენერი და გამოფენა
2019, თბილისი – პერსონალური გამოფენა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში
2017, ფლორენცია, იტალია – დელ ბიანკოს ვორკშოპი
არტისტი აქტიურად თანამშრომლობს გალერეებთან, მონაწილეობს აუქციონებსა და საერთაშორისო რეზიდენციებში, რითაც განაგრძობს თავისი შემოქმედების საზღვრების გაფართოებას.
ნამუშევრები
