
ნინი ჯალიაშვილი

ნინი ჯალიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია და მესამე კურსზე ტელე-კინო მხატვრობას სწავლობს. კინოსადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდა, განსაკუთრებით მისი შიდა პროცესები, რაც გახდა ამ მიმართულების არჩევის მთავარი მიზეზი.
ნინიმ გარკვეული პერიოდი ფილმებზე იმუშავა კინოს მხატვრად, თუმცა საბოლოოდ ხატვას დაუთმო მთავარი დრო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ფერწერას, მისი ნამუშევრები კი ფიგურატიულსა და აბსტრაქტულ სტილებს შორის მერყეობს.
ნინის შემოქმედებითი პროცესისთვის მუდმივი ძიებაა დამახასიათებელი, რაც მის ნამუშევრებს განსხვავებულ და ხატვის პროცესს მისთვის მეტად საინტერესოს ხდის.
გამოფენები:
2024, თბილისის სამხატვრო აკადემია – პერსონალური გამოფენა
2024, არტ ვილა გარიყულა – „Yes, nothing is okay“ (ჯგუფური გამოფენა)
2024, New Platform, თბილისი – ჯგუფური გამოფენა
2024, New Platform, თბილისი – პერსონალური გამოფენა
2024, თბილისის სამხატვრო აკადემია – ჯგუფური გამოფენა
ნამუშევრები
