სანდრო ღვინაშვილი

სანდრო ღვინაშვილი ადრეული ასაკიდან გატაცებული იყო მხატვრობით. წლების განავლობაში ეს სიყვარული სულ უფრო ღრმავდებოდა. 11 წლის ასაკიდან ის ფერწერისთვის საჭირო პროფესიული უნარების დაუფლებას იწყებს.  2014-2018 წლებში კი სანდრომ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, კინო-ტელე მხატვრობის ხელოვნების მიმართულებით გაიღრმავა აკადემიური ცოდნა.

2018 წელს მისი შემოქმედებითი გზა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა – სანდრო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მხატვრის ასისტენტი გახდა. ოპერა „კარმენის“ სცენოგრაფიაზე მუშაობის დროს, მან მრაალმხრივად შეიგრძნო სცენის დიზაინისა და სპექტაკლის ესთეტიკის უნიკალური ენერგია, რაც მისი შემოქმედებითი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

აკადემიის დასრულების შემდეგ სანდრომ თავისუფალი შემოქმედის გზა აირჩია. დღეს, როგორც გამორჩეული ხელწერის მქონე არტისტი, სანდრო საკუთარ სახელოსნოში მრვალფეროვან შემოქმედებით გზას ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების მიმართულებით განაგრძობს. ის მუდმივად ეძებს ახალ ფორმებსა და გზებს, რომ ტრადიციული და ინოვაციური მიდგომები ერთი ჰარმონიული ენით გადმოსცეს.

მის ნამუშევრებში აბსტრაქცია და სიურრეალიზმი ერწყმის ერთმანეთს, რისი საშუალებითაც არტისტი მაყურებელს კოსმოსურ და თვითშემეცნებით მოგზაურობაში მიჰყავს. თითოეული ტილო არის ემოციისა და ფორმის გამორჩეული სინთეზი — ფანჯარა სამყაროში, სადაც მიწიერი და მისტიკური ერთი მთლიანობას ქმნის.

სანდროს ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი:

2019 – ნიუ-იორკი, აშშ, ჯგუფური გამოფენა
2022 – ნიუ-იორკი, აშშ, ჯგუფური გამოფენა
2022 – ვენა, ავსტრია, ჯგუფური გამოფენა
2022 – პარიზი, საფრანგეთი, ჯგუფური გამოფენა;
2023 – ვენა, ავსტრია, ჯგუფური გამოფენა
2023 – თბილისი, პერსონალური გამოფენა, სადაც 80-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი
2024 – თბილისი, ჯგუფური გამოფენა.

ნამუშევრები