სერგი ცქიტიშვილი (სამანა)

სერგი ცქიტიშვილი (სამანა), მხატვარი, რომლის შემოქმედება ხელოვნების თავისუფლებასა და სიღრმეში იღებს სათავეს.

სერგი ცქიტიშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და შემდეგ სწავლა განაგრძო ილია რეპინის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ხელოვნების აკადემიაში. მისი ცოდნის გაღრმავების სურვილმა იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტამდეც მიიყვანა, სადაც ლექციებს კითხულობდა.

სერგი საკუთარ ნამუშევრებს არასდროს უწოდებს “ნამუშევარს”, რადგან ხატვა მისთვის სიამოვნების წყაროა და არა საქმიანობა. იგი აბსტრაქციული ხელოვნების მიმდევარია იმ დროიდან, როდესაც აბსტრაქცია აკრძალულ ხელოვნებად მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, მას არასოდეს შეუწყვეტია ხატვა და არც გამოფენებში მონაწილეობაზე უთქვამს უარი. მისი ფილოსოფია ასეთია: „ადამიანის მოწოდებაა სიამოვნება მიანიჭოს სხვას“ და ეს ნათლად აისახება მის ფერთა გამაში, ხაზის, შხეფის და მონასმის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მანერაში.

სერგისთვის მთავარი თავისუფლებაა — როგორც ფიქრის, ისე გონების. მისი ნამუშევრები სწორედ ამ თავისუფლებაში იბადება, რის შედეგადაც თითოეულ ნახატში საოცარი სიღრმე და დეტალების განუსაზღვრელი სამყარო იკვეთება. მის ნამუშევრებში ყოველდღიურად შეიძლება აღმოაჩინო ის, რაც წინა დღეს შეუმჩნეველი იყო.

სერგი ცხოვრობდა სამხრეთ აფრიკაში და მუშაობდა ისეთ დიდ ხელოვანებთან, როგორებიც არიან ზაჰა ჰადიდი და არმანი. არმანის სპა სალონს აბუ-დაბიში მისი უზარმაზარი პანო ამშვენებს.

მისი ნამუშევრები ინახება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო კოლექციებში და ცნობილ ადამიანთა კერძო არქივებში. სერგი ცქიტიშვილის ხელოვნება უნიკალურია და მის ყოველ ნახატში დამალულია შთაგონების, სიღრმისა და თავისუფლების ისტორია.

ნამუშევრები