
როგორ შევიძინო ნამუშევარი?
- დაათვალიერეთ ჩვენი მაღაზია და შეარჩიეთ ნებისმიერი ნამუშევარი შესრულების სტილის, ავტორის და გემოვნების მიხედვით.
- დააჭირეთ ღილაკს „კალათაში დამატება“ ან „ყიდვა“(თუ თქვენ დაამატებთ ნამუშევარს კალათაში, შესაძლებლობა გექნებათ გააგრძელოთ სხვა ნამუშევრების არჩევა, სანამ არჩევის პროცესს არ დაასრულებთ).
- გამოაღეთ კალათა და დააჭირეთ „ყიდვის“ ღილაკს.
- შეიყვანეთ თქვენი მონაცემები და მიწოდების მისამართი.
- დააჭირეთ ღილაკს “გადახდა” (გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი მოქმედი ბარათით).
- შეიყვანეთ ბარათის მონაცემები.
- წარმატებული გადახდის შემთხვევაში, თქვენ დაინახავთ შეკვეთის დოკუმენტს და ასევე მიიღებთ მას მითითებულ ელ-ფოსტაზე.
თქვენს ვებ-გვერდზე გადახდა უსაფრთხოა?
ჩვენს პლატფორმაზე ონლაინ გადახდა არის სრულიად უსაფრთხო. არსებული გადახდის მოდულის პროვაიდერი არის Flitt(ფლიტი) – თიბისი/TBC ბანკის შვილობილი კომპანია.
როგორ შევიძინო ნამუშევარი თუ ბარათი არ მაქვს?
თუ თქვენ არ ფლობთ საბანკო ბარათს და გსურთ ნამუშევრის შეძენა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, გთავაზობთ ალტერნატიულ გადახდის მეთოდს.
ამ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის, ელ. ფოსტის ან სოციალური ქსელების მეშვეობით და დააფიქსიროთ შეძენის სურვილი. ჩვენი ოპერატორი გამოგიგზავნით ანგარიშის ნომერს, რომელზეც თანხის ჩარიცხვისა და თქვენი მიწოდების დეტალების მოწოდების შემდეგ, ნამუშევარი მოიხსნება გაყიდვიდან და გამოგეგზავნებათ მითითებულ მისამართზე.
როგორ შევიძინო ერთზე მეტი ნამუშევარი ერთდროულად?
თუ გსურთ შეიძინოთ ორი ან მეტი ნამუშევარი, შერჩევისას დააჭირეთ ღილაკს „კალათაში დამატება“ და გააგრძელეთ სხვა ნამუშევრების შერჩევა. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, მარჯვენა ზედა კუთხეში დააწექით კალათის გამოსახულებას, გამოაღეთ კალათა და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „ყიდვა“.
შემიძლია თუ არა ვიყიდო ნამუშევარი სხვა ჩარჩოთი ან მის გარეშე?
ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილია მათთვის შესაბამისად შერჩეული მაღალი ხარისხის ჩარჩოს ვარიანტებით და მზად არის ინტერიერში მოსათავსებლად.
არტკოდის ნამუშევრის შეძენა ჩარჩოს გარეშე შეუძლებელია. გამოფენილ პროდუქციაზე ჩარჩოს შერჩევა ან ცვლილება ასევე არ არის შესაძლებელი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ ადგილები, სადაც დაჩარჩოების სერვისს გაგიწევენ პროფესიონალები, რომელთაც ჩვენი გუნდი ენდობა.
მივიღებ თუ არა ქვითარს / დოკუმენტს ყიდვის შემდეგ?
თქვენი შეკვეთის განთავსების შემდეგ, წარმატებული გადახდის შემთხვევაში თქვენ დაინახავთ შეკვეთის დოკუმენტს და ასევე მიიღებთ მას მითითებულ ელ-ფოსტაზე, თუკი თქვენს მიერ მითითებული ფოსტა არის აქტიური.
მიწოდება

რა არის თქვენი მიწოდების ვადები?
მიწოდების სტანდარტული პერიოდი შეადგენს:
- თბილისში – 24-48 საათი
- რეგიონებში – 3-4 დღე
გაუთვალისწინებელი ან ფორსმაჟორული შემთხვევების გამო, მიწოდების ვადა შესაძლოა გაიზარდოს, რის შესახებაც ჩვენი ოპერატორი დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ.
ვის ეკისრება ტრანსპორტირების ხარჯები?
არტკოდში შეძენილი ნამუშევრების მიწოდება უფასოა და ხორციელდება საქართველოს მასშტაბით. ყიდვის შემდეგ, ჩვენი ოპერატორი მოკლე დროში დაგიკავშირდებათ შეკვეთაში მითითებულ ნომერზე, რათა შეთანხმდეს მიწოდების თარიღი. თუ თქვენი მხრიდან არ/ვერ მოხდა ნამუშევრის მიღება, განმეორებითი მიწოდება ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 10 ლარს.
რა გავაკეთო თუ მიწოდების ვადა გადასცდა დაპირებულს?
თუ არტკოდის მიერ დადგენილი მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ თქვენ ჯერ კიდევ არ მიგიღიათ ნამუშევარი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, ელ-ფოსტით ან სოციალური ქსელების მეშვეობით.
შემიძლია თუ არა გადავამოწმო მიწოდების სტატუსი?
მიწოდების სტატუსის შესამოწმებლად მოგვწერეთ სოციალური ქსელების საშუალებით ან დაგვირეკეთ/მოგვწერეთ მითითებულ ნომერზე. ჩვენ მოგაწვდით საკურიერო სამსახურისგან დაზუსტებულ ინფორმაციას.
დაბრუნება

რა შემთხვევაში შემიძლია დავაბრუნო ნამუშევარი?
არტკოდი აღიარებს შეძენილ ნამუშევარში პრობლემის არსებობას შემდეგ შემთხვევებში:
- თუ მიღებულ ნამუშევარს აქვს გარეგანი დაზიანებები (მაგ.: გახეულია, გატეხილი აქვს ჩარჩო/მინა, დამწვარია და ა.შ.).
- თუ მიღებული ნამუშევარი არ შეესაბამება შეძენილ ეგზემპლარს (ამაში არ იგულისხმება ფერებს შორის მინიმალური სხვაობა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მოწყობილობისა და ეკრანის სპეციფიკისა ან/და ხარვეზებიდან გამომდინარე).
გთხოვთ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ დაბრუნების პოლიტიკის გვერდზე.
რა არჩევანი მაქვს თუ არტკოდი დაიბრუნებს ნამუშევარს?
ნამუშევრის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელს ექნება რამდენიმე არჩევანი:
- სრულად დაიბრუნოს გადახდილი თანხა. თანხის დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც შესრულდა გადახდა.
- მოითხოვოს დაზიანების გამოსწორება, თუ პრობლემა დაკავშირებულია ჩარჩოსთან ან მინასთან.
- აირჩიოს შეძენილი ნამუშევრის შეცვლა სხვა ნამუშევრით. თანხის დამატება ან დაბრუნება განხორციელდება შეძენილი და შემდგომ შერჩეული ნამუშევრის ფასების განსხვავების საფუძველზე, არტკოდის ან მომხმარებლის მხრიდან.
სასაჩუქრე ბარათი & კოდი

როგორ შევიძინო სასაჩუქრე ბარათი არტკოდზე?
სასაჩუქრე ბარათის შეძენა არტკოდზე შესაძლებელია სპეციალურ გვერდზე „სასაჩუქრე ბარათი“. ყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ დოკუმენტს და უნიკალურ კოდს (რომელიც ასევე გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე).
როგორ გამოვიყენო სასაჩუქრე ბარათი ნამუშევრის შესაძენათ?
სასაჩუქრე ბარათის მფლობელმა უნდა შეარჩიოს ნამუშევარი და ყიდვის გვერდზე, სპეციალურ სექციაში „ფასდაკლების კოდი & სასაჩუქრე ბარათი“, შეიყვანოს სასაჩუქრე ბარათის კოდი. თანხა ავტომატურად გააქტიურდება მის ანგარიშზე.
თუ ნამუშევრის საფასური ნაკლებია სასაჩუქრე ბარათის კრედიტზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან/და სოციალური ქსელების მეშვეობით. თუ სასაჩუქრე ბარათის კრედიტი არ არის საკმარისი ნამუშევრის შესაძენად, ჩვენი სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს სხვაობას და გადახდაში დარჩება მხოლოდ ამ სხვაობის თანხა.
გაფრთხილება: სასაჩუქრე ბარათი არ ბრუნდება უკან და მისი გადაცვლა ფულზე არ არის შესაძლებელი. სასაჩუქრე ბარათი მოქმედებს 6 თვის განმავლობაში.
როგორ გამოვიყენო ფასდაკლების კოდი შეძენისას?
ფასდაკლების კოდის გამოსაყენებლად, ყიდვის გვერდზე, სპეციალურ სექციაში „ფასდაკლების კოდი & სასაჩუქრე ბარათი“, გთხოვთ შეიყვანოთ ფასდაკლების კოდი. თანხა ავტომატურად განახლდება თქვენს ანგარიშზე, და გადახდაში დარჩება განახლებული თანხა ფასდაკლების გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანია: ფასდაკლების კოდი მოქმედებს 1 წლის განმავლობაში.

გაქვს კითხვები?
ჩვენი ოპერატორი მზადაა, ამომწურავად გასცეს პასუხი თქვენს ნებისმიერ შეკითხვას. დასარეკად დააჭირეთ ქვემოთ არსებულ ღილაკს