დაბრუნების პოლიტიკა

არტკოდი აღიარებს შეძენილ ნამუშევარში პრობლემის არსებობას შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ მიღებულ ნამუშევარს აქვს გარეგანი დაზიანებები (მაგ.: გახეულია, გატეხილი აქვს ჩარჩო/მინა, დამწვარია და ა.შ.).
  • თუ მიღებული ნამუშევარი არ შეესაბამება შეძენილ ეგზემპლარს (ამაში არ იგულისხმება ფერებს შორის მინიმალური სხვაობა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მოწყობილობისა და ეკრანის სპეციფიკისა ან/და ხარვეზებიდან გამომდინარე).

ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია:

  1. გადაიღოს დაზიანებული ადგილის ან მთლიანი ნამუშევრის ფოტო, თუ ის არ შეესაბამება შეძენილს.
  2. დაუკავშირდეს არტკოდის წარმომადგენელს ტელეფონით, ელ-ფოსტით ან სოციალური ქსელების პირადი მიმოწერის მეშვეობით და გაუგზავნოს პრობლემის ფოტომასალა.

არტკოდი თავად ჩაიბარებს დაზიანებულ ნამუშევარს და მომხმარებელს ექნება რამდენიმე არჩევანი:

  • სრულად დაიბრუნოს გადახდილი თანხა. თანხის დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც შესრულდა გადახდა.
  • მოითხოვოს დაზიანების გამოსწორება, თუ პრობლემა დაკავშირებულია ჩარჩოსთან ან მინასთან.
  • აირჩიოს შეძენილი ნამუშევრის შეცვლა სხვა ნამუშევრით. თანხის დამატება ან დაბრუნება განხორციელდება შეძენილი და შემდგომ შერჩეული ნამუშევრის ფასების განსხვავების საფუძველზე, არტკოდის ან მომხმარებლის მხრიდან.

გაქვს კითხვები?

ჩვენი ოპერატორი მზადაა, ამომწურავად გასცეს პასუხი თქვენს ნებისმიერ შეკითხვას. დასარეკად დააჭირეთ ქვემოთ არსებულ ღილაკს